ხარაგაულის მერია - კონტროლდება მდინარე ყარნებას კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა და მეწყრული პროცესების დინამიკა - ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

კონტროლდება მდინარე ყარნებას კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომმდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

მდინარის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხორციელდება.

პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.

კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.

მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სოფელ ხემაღალსა და ღვერკში დღეს იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომლებიც არსებულ ვითარებას გაეცნენ და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს