პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება.

თავდაპირველად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადების ნამდვილობას დაადგენს და შესაბამისს დასკვნას პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილის ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ცნობად მიიღებს.

ამის შემდეგ სუს-ის ახალ უფროსს აირჩევენ, რა თანამდებობაზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წარადგინა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით - 6 წლის ვადით ირჩევს.

ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიკავა, თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა. გადადგომის თაობაზე ოხანაშვილის სახელით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

პრემიერ კობახიძის ინფორმაციით, ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი იქნება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა