თენგიზ შარმანაშვილი - არ არსებობს სამართლებრივი დანაწესი, რომლითაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლებელია - თუ ცუდ ხასიათზე ადგები და იტყვი, რომ „ვაუქმებ, რადგან არ მომწონხარ“, ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ

არ არსებობს არც ერთი სამართლებრივი დანაწესი, რომლის მიხედვით ვიზალიბერალიზაციის შეჩერება თეორიულადაც კი შესაძლებელია - ახლა თუ ცუდ ხასიათზე ადგები და იტყვი, რომ „ვაუქმებ, რადგან არ მომწონხარ”, ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ, - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა გააკეთა.

შარმანაშვილის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ “აბსოლუტურად უსამართლო დამოკიდებულებას აქვს ადგილი“.

მან იმედი გამოთქვა, რომ “როცა აღნიშნული გადაწყვეტილების საბოლოოდ გაფორმებას დაიწყებენ, დაფიქრდებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს“.

“გარდა შანტაჟისა, ამას ვერაფერი დაერქმევა! მათ მიერვე დაფინანსებული და გამოქვეყნებული კვლევებით სასამართლოდან დაწყებული ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული, დემოკრატიის ინდექსით დაწყებული გარემოს დაცვის ინდექსით დამთავრებული, ლიდერები ვართ. როცა ამის შემდეგ შემოტრიალდები და რაღაც გამოგონილი თემებით მეუბნები, რომ ვიზალიბერალიზაცია უნდა შეგიჩერო, როცა არც ერთი პუნქტი, რა დროსაც ვიზალიბერალიზაცია შეიძლება შეჩერდეს, დაკმაყოფილებული არ არის და რაღაც ახალ მიმართულებებს იგონებ, შანტაჟია, აბა, რა არის?!

თვითონვე არიან გახლართული თავის ორმაგ და სამმაგ სტანდარტებში“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს