კახა კალაძე - ყველა ხედავს, როგორ შეიცვალა დედაქალაქი უკეთესობისკენ, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა და პრობლემების გადაჭრის სწორი ხედვა - ჩვენ მზად ვართ ამისთვის!

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს, ვაკის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების პარტიული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კახა კალაძემ პარტიის წარმომადგენლებს თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და ვრცლად ისაუბრა დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს თბილისისთვის სასიცოცხლოდ საჭირო რეფორმები და ასევე განხორციელდეს ახალი პროექტები, რის პრეზენტაციასაც ახლო მომავალში წარუდგენს თბილისელებს.

„დიდი და მასშტაბური სამუშაო განხორციელდა ბოლო წლებში თბილისში, ყველა ხედავს, როგორ შეიცვალა დედაქალაქი უკეთესობისკენ, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა და პრობლემების გადაჭრის სწორი ხედვა. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რადგან ზუსტად ვიცით რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს. რაც მთავარია, გვაქვს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და ამ ნდობას ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ. დღეს თბილისს სჭირდება დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ახალი პროექტების განხორციელება, რასაც ახლო მომავალში გავაცნობთ თბილისის მოსახლეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებს თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს