ზაზა თავაძე - „ოცნების“ რეჟიმი დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს ჩვენს კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ათქმევინოს

„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია არასამართლიან, „ქართულ ოცნებაზე“ მორგებულ, არაკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობს.

როგორც „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაზა თავაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დაშინებითა და ზეწოლით ცდილობს „გახარია საქართველოსთვის“ შეთანხმებულ რამდენიმე კანდიდატს უარი ათქმევინოს არჩევნებში მონაწილეობაზე.

ამასთან, მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, კვლავ აპირებს გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება.

„2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანია, როგორც მოსალოდნელი იყო, მიმდინარეობს უკიდურესად არასამართლიან, „ოცნებაზე“ მორგებულ არაკონკურენტულ გარემოში. რაც უხეშად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავისუფალი არჩევანის უფლებას. „ოცნების“ რეჟიმი ზეწოლის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, კვლავ აპირებს გააგრძელოს არჩევნების პროცესის გაყალბება. ე.წ. ხელისუფლება ცდილობს, რეალურ კონკურენციასა და სამართლიან პოლიტიკურ პროცესს ხელი შეუშალოს ხალხისთვის მოპარული ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად და გასახანგრძლივებლად. კერძოდ: 1. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად კონტროლდება მმართველი პარტიის მიერ; 2. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი დაკავებულია, საჯარო სამსახური „გაწმენდილია“; განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დიდი ნაწილი პოლიტპატიმრებად აქციეს; 3. დამკვირვებლები და მედია მკაცრად შეზღუდულია: მათ შორის „რუსული კანონის“ უფრო მძიმე ვერსიის მიღებით; 4. საერთაშორისო მონიტორინგი, პრაქტიკულად, გაუქმებულია - ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია არ არის მოწვეული; 5. ამომრჩეველზე ხორციელდება სისტემური ზეწოლა. მიმდინარეობს რეპრესიები საგანმანათლებლო დაწესებულებებში, კერძოდ, სკოლის და ბაღის მასწავლებლებს აიძულებენ, ჩაერთონ საარჩევნო აგიტაციაში და, ასევე, გაყალბებაში.

რიგ მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში, მაგალითად, ჩოხატაური, ბაღდათი, ნინოწმინდა, ქობულეთი, ფოთი, ლანჩხუთი და კახეთი ფიქსირდება სხვადასხვა სახის ზეწოლები ჩვენი პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე. კერძოდ, სამსახურის დაკარგვით, ბიზნესსაქმიანობის ხელშეშლით და სხვადასხვა მუქარით რეჟიმი ცდილობს, უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს უარი ათქმევინოს კანდიდატობაზე. „ოცნების“ რეჟიმი ცდილობს დარღვევების მხილების სივრცე სრულად დახუროს, ქმნის ილუზიას, თითქოს პრობლემები არ არსებობს.

ხელისუფლების საბოლოო მიზანია, არჩევნებმა აზრი დაკარგოს. ამ ფონზე, არჩევნების, როგორც დემოკრატიული ცვლილების მექანიზმის გადარჩენის ერთადერთი გზა არჩევნებში მონაწილეობა და მაღალი გამოცხადებაა, რამაც არჩევნების გაყალბების მასშტაბი უნდა გადაწონოს. სამწუხაროდ, ამის წინააღმდეგ, ხელისუფლება და ოპოზიციის ნაწილი ერთად აწარმოებს დაშინების და ბულინგის კამპანიას. ჩვენი პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ ერთხელ აცხადებს: არ დავუთმობთ „ოცნებას“ ძალაუფლებას, არ დავტოვებთ ამომრჩევლებს პირისპირ „ოცნების“ რეჟიმთან მარტო“, - განაცხადა ზაზა თავაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე