პეტრე ცისკარიშვილი - როგორც დასავლეთში, ისე უშუალოდ კიევში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის განმეორებაში, როცა პუტინმა, რაც ვერ შეძლო სამხედრო გზით, შესაძლოა, საარჩევნო გზით მიითვისოს

როგორც დასავლეთში, ისე უშუალოდ კიევში სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის განმეორებაში, რაც ნიშნავს, რომ პუტინმა, რაც ვერ შეძლო სამხედრო გზით, შესაძლოა, საარჩევნო გზით მიითვისოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული სცენარი ევროპული ინტეგრაციისა და პროგრესის გზას უნდა ნიშნავდეს, რისთვისაც ივანიშვილის რეჟიმი სწრაფად უნდა დასრულდეს.

„ისევე როგორც დასავლეთის დედაქალაქებში, კიევშიც გვესმის ერთი და იგივე ფრაზა, რომ ისინი სერიოზულ საფრთხეს ხედავენ ქართული სცენარის განვითარებაში. რაც ნიშნავს, რომ პუტინმა, რაც ვერ წაიღო სამხედრო გზით, ის მიიტაცოს და დაისაკუთროს საარჩევნო გზით. ეს უარყოფითი აღქმა ჩვენი ვალია, რომ შემოვაბრუნოთ და სინამდვილეში ქართული სცენარი ნიშნავდეს ევროპაში ინტეგრაციას, დემოკრატიას, პროგრესს და განვითარებას საქართველოსთვის და ყველასათვის, ვინც ქართულ სცენარზე მომავალში ისაუბრებს. ამისათვის არის აუცილებელი, რომ ივანიშვილის რეჟიმი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს