კახა კალაძე - მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ადამიანები იძულებით კომერციული ფართებიდან გამოიყვანოს, აქ საუბარია მოქალაქეთა შეგნებაზე, რომ დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები

თბილისის მერი კახა კალაძე თხოვნით მიმართავს დედაქალაქში ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს, გამოიყენონ შესაძლებლობა და „ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამით“ ისარგებლონ.

რაც შეეხება კომერციულ ობიექტებს, თბილისის მერის თქმით, ყველა უნდა დაექვემდებაროს ღონისძიებებს, რომელთაც მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს.

მერმა ჟურნალისტებთან მუნიციპალური ინსპექციის იმ განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლითაც უწყება ნაძალადევის რაიონში, ერისთავის ქუჩის N26-ში მდებარე ავარიული შენობის მესაკუთრეებს უსაფრთხოების კუთხით დადგენილი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს.

„მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო ადამიანებს, რომლებიც ასეთ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსებში იმყოფებიან და ურჩობენ გამოსვლასთან დაკავშირებით: მუნიციპალიტეტი ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, ყველანაირად დაგეხმარებით, ქირით იქნებით უზრუნველყოფილი, რათა ამ ავარიული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, აშენდეს ახალი, თანამედროვე კორპუსები, რომელშიც გარემონტებული ბინები გადმოგეცემათ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ჩვენი თხოვნაა, ჩაერთეთ მერიის პროგრამაში. ნაძალადევის რაიონში მდებარე შენობას რაც შეეხება, იქ არა თუ საქმიანობა, გავლაც კი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს. მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, ადამიანები იძულებით კომერციული ფართებიდან გამოიყვანოს. აქ საუბარია ადამიანების შეგნებაზე, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და გვერდით დავუდგეთ, რათა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად