მარკო რუბიო ევროპისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ევროპელ და უკრაინელ კოლეგებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ესაუბრა, - ინფორმაციას CNN-ი სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუბიო და ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს და უკრაინის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას დიპლომატიურ ძალისხმევაში, რომლის მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივი მოლაპარაკებების გზით დასრულებაა.

CNN-მა გასულ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუბიომ ევროპის ქვეყნებიდან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებთან ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ინიციატივა ევროპამ უნდა აიღოს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს