„პაშა ბანკი საქართველოს“ წმინდა მოგება 2025 წლის პირველ ნახევარში 54%-ით გაიზარდა

„პაშა ბანკმა“ საქართველოში 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, ბანკის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. ეს შედეგი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პაშა ბანკის სტაბილურ ზრდასა და განვითარებას საქართველოს ბაზარზე.

გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველი ნახევრის შედეგებია:

სულ აქტივები: 621 მილიონი ლარი

საკრედიტო პორტფელი: 431 მილიონი ლარი

სულ დეპოზიტები: 365 მილიონი ლარი

მარეგულირებელი კაპიტალი: 148 მილიონი ლარი

წმინდა მოგება: 4 მილიონი ლარი

პაშა ბანკი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, რამილ იმამოვმა, ბანკის შედეგებზე საუბრისას აღნიშნა: „ ჩვენ ვაგრძელებთ სტაბილურ განვითარებას საქართველოს ბაზარზე. 2025 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები პაშა ბანკი საქართველოს გუნდის პროფესიონალიზმისა და ჩვენი მომხმარებლების მაღალი ნდობის მაჩვენებელია. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ აზერბაიჯენულ ჰოლდინგს, რაც საშუალებას გვაძლევს ხელი შევუწყოთ რეგიონული ბიზნესის განვითარებას და მხარდაჭერას. ჩვენ წარმოდგენილი ვართ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, რაც ცალსახად ამარტივეს ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციებს ჩვენი მომხმარებლებისთვის.”

პაშა ბანკი საქართველოს შესახებ

პაშა ბანკი საქართველოში 12 წელია ოპერირებს და ბიზნესებს კორპორატიული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. იგი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი აზერბაიჯანული ჰოლდინგის - პაშა ჰოლდინგის წევრია. პაშა ბანკი წარმოდგენილია სამ ქვეყანაში - აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი. რეგიონში მოღვაწე ბიზნესებისთვის ბანკი მნიშვნელოვანი და ძლიერი ფინანსური პარტნიორია.

(R)

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ