Reuters - უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან ერთად ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების საკითხი განიხილეს

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან ერთად ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ენერგეტიკის სფეროში შეთანხმებების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, მიმდინარე თვეში გამართულ შეხვედრებზე ამერიკელმა და რუსმა ოფიციალურმა პირებმა ნავთობისა და გაზის კომპანია Exxon Mobil-ის რუსეთის „სახალინ-1“-ის პროექტში ხელახლა ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს.

ასევე, ოფიციალურმა პირებმა რუსეთის მიერ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტებისთვის ამერიკული აღჭურვილობის შეძენის საკითხიც განიხილეს.

წყაროების განცხადებით, მოლაპარაკებების დროს კიდევ ერთ საკითხს აშშ-ის მიერ რუსეთისგან ბირთვული ძრავით აღჭურვილი ყინულმჭრელი გემების შეძენა წარმოადგენდა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხებზე მოლაპარაკებები მიმდინარე თვის დასაწყიში მოსკოვში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან და მის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან შეხვედრებზე შედგა.

ამასთან, პოტენციური ენერგეტიკული შეთანხმებების საკითხი მხარეებმა ალასკაზე გამართულ სამიტზეც განიხილეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს