ფრიდრიხ მერცი - გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება

გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კერნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების შესახებ ფედერალური მთავრობის პოზიცია ნათელია. კანადამ ეს იცის. ჩვენ ამ ინიციატივას არ შევუერთდებით. ვთვლით, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.

„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ისრაელის მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, - აღნიშნა მარკ კერნიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს