ადვოკატი მოსამართლეს - 100 კაციდან ერთი სულიერი ვერ ნახეს, რომელმაც რაიმე დაავალა ირაკლი ქერაშვილს, ვერცერთი პიროვნება ვერ ახსენებს, ვინ მიაყენა მათ დაზიანება - გთხოვთ, გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი

ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ სასამართლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფის, აქციაზე დაკავებული ირაკლი ქერაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შუამდგომლობით მიმართა.

ირაკლი ქერაშვილი აქციაზე დაკავებული 11 პირთა შორის ერთ-ერთია, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ადვოკატმა დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

რევაზ აჭარაძის თქმით, 9 თვის განმავლობაში ბრალდების მხარემ ბრალის დასადასტურებლად ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა.

მისივე თქმით, მთავარმა გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა დაადასტურა, რომ საქმეში ორგანიზატორი არ არის და ასეთ შემთხვევაში, როგორ შეიძლება საუბარი იყოს ორგანიზებულ დანაშაულზე.

მისვე განმარტებით, ვიდეომტკიცებულებაში არ ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ირაკლი ქერაშვილი პიროტექნიკას ისვრის პოლიციის მიმართულებით. როგორც რევაზ აჭარაძემ აღნიშნა, საქმეში ბრალის გადაკვალიფიცირება არანაირად არ უნდა მოხდეს, რადგანაც ამის მოცემულობა სახეზე არ დგას.

“თქვეს, რომ 100 კაცი იყო ორგანიზატორიო და 100 კაციდან ერთი სულიერი ვერ ნახეს, რომელმაც რაიმე დაავალა ირაკლი ქერაშვილს, ვერცერთი პიროვნება ვერ ახსენებს, ვინ მიაყენა მათ დაზიანება.

4-წამიანი ვიდეოები მოიტანეს, სადაც არაფერი ჩანდა. მარტივი მიზეზია, ალბათ, დაჭრა არ იცოდნენ და მოიტანეს ეს, სხვა გზა არ ჰქონდათ.

კადრებში ჩანს, რომ პოლიციის მუშაკებს ხვდება ფეიერვერკი, მაგრამ რატომ ირაკლი ქერაშვილისგან? ეს რით არის დადგენილი? ირაკლი ქერაშვილს არავინ დაუზიანებია. ვიდეოში, რაც ისმის, ეს ვერანაირად ვერ ჩაითვლება გეგმის შემუშავებად და ფუნქციების გადანაწილებად… გთხოვთ, რომ გამოიტანოთ გამამართლებელი განაჩენი“, - მიმართა რევაზ აჭარაძემ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი