ევროკავშირის და წევრი ქვენების ყოფილი ელჩები - ევროკავშირმა ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს

ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების 206 ყოფილი ელჩი და დიპლომატიური კორპუსის უფროსი თანამშრომელი საჯარო წერილს ავრცელებს და ბლოკს ღაზაში მიმდინარე ომსა და ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

წერილში აღნიშნულია, რომ თუ ევროკავშირი კოლექტიურად არ იმოქმედებს, წევრმა სახელმწიფოებმა ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებად უნდა გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად და საერთაშორისო სამართლის დასაცავად.

დიპლომატები და ყოფილი დიპლომატები მიიჩნევენ, რომ ეს ზომები მოიცავს იარაღის ექსპორტის ლიცენზიების შეჩერებას, უკანონო დასახლებებთან საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის აკრძალვას და ევროპული მონაცემთა ცენტრებისთვის ისრაელის მთავრობისგან ან კომერციული წყაროებიდან მონაცემების მიღების, შენახვის ან დამუშავების აკრძალვას, თუ ეს ეხება ისრაელის „ღაზაში და ოკუპირებული ტერიტორიების სხვა ადგილებში ყოფნასა და საქმიანობას“.

„დღევანდელი ვითარება ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე უპრეცედენტოა. ჩვენი კიდევ ერთი და სასწრაფო მოწოდება მოქმედებისკენ ასახავს ჩვენს ღრმა შეშფოთებას ისრაელის მთავრობის მიერ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ყოველდღიურად ჩადენილი გაუმართლებელი შურისძიებისა და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლის საშინელი დარღვევების გამო. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირის მრავალი ამჟამინდელი თანამშრომლის მიერ გამოთქმული შეხედულებების ანალოგიურად, სახელმწიფოებმა და ინსტიტუტებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს და იცავენ საერთაშორისო სამართალს, უნდა მისცენ მაგალითი არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ მოქმედებით“, - აღნიშნულია წერილში.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ