„ჯეო ჰოსპიტალსში” აცხადებენ, რომ ანზორ დავითური ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება და მდგომარეობა მძიმე რჩება, თუმცა მეორე დღეა „გამოიკვეთა მკაფიო დადებითი დინამიკა“

„ჯეო ჰოსპიტალსის“ თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტის, შშმ პირის, ანზორ (გიორგი) დავითურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეორე დღეა მკვეთრი დადებითი დინამიკით გამოირჩევა.

როგორც ცენტრის ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში.

„პაციენტი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე, მდგომარეობა მძიმე რჩება. თუმცა, მეორე დღეა გამოიკვეთა მკაფიო დადებითი დინამიკა. პაციენტი აღარ სიცხიანობს, ლაბორატორიული და რენტგენოლოგიური მაჩვენებლები ცალსახად უმჯობესდება, ასევე ვენტილაციურმა პარამეტრებმა განიცადა მკაფიო დადებითი დინამიკა“, - აღნიშნა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

როგორც ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, შემთხვევა არის სპეციფიური, რადგან შშმ პაციენტს აქვს ფონური დაავადებები ეპილეფსია, ქცევის აშლილობა, მას არ შეეძლო საკუთარი ჩივილების იდენტიფიკაცია, რამაც თავიდანვე გაართულა დიაგნოზის დროული დასმა და მართვა. ამასთან, მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციიდან 12-14 საათში გართულდა. კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით დადგინდა დიაგნოზი - მძიმე ორმხრივი პნევმონია. თუმცა, ჩატარდა შესაბამისი სტანდარტული ღონისძიებები, რასაც მოყვა დადებითი დინამიკა.

ნიკოლოზ ქარცივაძის განმარტებით, პოზიტიური და სწორი გადაწყვეტილება იყო სხვადასხვა სპეციალობის მაღალკვალიფიციური ექიმების კონსილიუმის შეკრება, რომელიც ჩვენი ინიციატივით და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით განხორციელდა.

„როდესაც რთულ სამედიცინო შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მომიჯნავე სპეციალობის ექიმებთან, მაგალითად, როგორც ამ შემთხვევაში იყო, ინფექციონისტთან, ნევროლოგთან, კარდიოლოგთან, ერთად მსჯელობთ და ვუცვლით ერთმანეთს აზრს, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. ამ შემთხვევაშიც შეიკრიბა კონსილიუმი, შევაფასეთ მდგომარეობა. კონსილიუმის ყველა წევრი დაეთანხმა კლინიკის მიერ ჩატარებულ მკურნალობას და მკურნალობის მოქმედების სტრატეგიას, რომლის შედეგადაც მივიღეთ დადებითი დინამიკა“,-განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე