Financial Times - აშშ-მა ევროპას შეატყობინა, რომ მზად არის, უკრაინაში ომისშემდგომი უსაფრთხოების გარანტიებისთვის მშვიდობისმყოფელებს „სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდოს

აშშ-მა ევროპას შეატყობინა, რომ მზად არიან, უკრაინაში მშვიდობისმყოფელებს “სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების განხილვის დროს აშშ-ის წარმომადგენელმა ევროპელ თანამოსაუბრეებს უთხრა, რომ ისინი მზად არიან, “სტრატეგიული საშუალებები” მიაწოდონ.

კერძოდ, საუბარია დაზვერვის, დაკვირვებისა და რეკოგნოსცირების (ISR), სამეთაურო და საკონტროლო საშუალებებზე, ასევე საჰაერო თავდაცვის საშუალებებზე, რათა უკრაინაში ევროპული ძალების ნებისმიერი განთავსება იქნას უზრუნველყოფილი.

გამოცემის წყაროების ცნობით, ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიებისთვის აშშ-მა შესაძლოა გამოყოს საკუთარი თვითმფრინავები, ლოჯისტიკა და მიწის რადარები, “რომლებიც მხარს დაუჭერენ და უზრუნველყოფენ ევროპულ არასაფრენ ზონასა და საჰაერო ფარს” უკრაინისთვის.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის წინადადება ჯერ კიდევ შესაძლოა გაუქმდეს, ხოლო მისი განხორციელება დამოკიდებულია ევროპული სახელმწიფოების მზაობაზე, განალაგონ უკრაინაში “ათობით ათასი” სამხედრო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს