უკრაინაში 18-დან 22 წლის ასაკის მამაკაცებს საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთის უფლება მიეცათ

უკრაინის მთავრობამ საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესები განაახლა, რის შედეგად, 18-დან 22 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვრის შეუფერხებლად გადაკვეთის უფლება მიეცათ, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო „ტელეგრამ“ არხზე იუწყება.

„საუბარია შესაბამისი ასაკის ყველა მოქალაქეზე“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ასევე ეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ აღმოჩნდნენ.

„გვსურს, რომ უკრაინელებმა უკრაინასთან კავშირები მაქსიმალურად შეინარჩუნონ. ცვლილებები დადგენილების ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე ამოქმედდება“, - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა