Reuters - გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ბუნდესვერი უნდა გაიზარდოს. საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობა, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიული პოზიცია ამას აუცილებელს ხდის. ჩვენ მხოლოდ კარგად აღჭურვილი სამხედროები არ გვჭირდება, ჩვენ ბუნდესვერი გვჭირდება, რომელიც პერსონალის რაოდენობითაც ძლიერი იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება რუსეთის წინაშე შეკავება ყველაზე საიმედო“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა.

გერმანიის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული კანონპროექტი ძალაში 2026 წლის იანვარში შევა, თუ მას მხარს პარლამენტი დაუჭერს.

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ექვსთვიანი ნებაყოფლობითი პროგრამა გაწვრთნილი რეზერვისტების რაოდენობას გააორმაგებს, ხოლო მათი ნაწილი სამხედრო სამსახურში კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს.

ბორის პისტორიუსს სურს, რომ 2030 წლისთვის გერმანელი სამხედროების რაოდენობა 180 000-დან 260 000-მდე გაიზარდოს.

კანონპროექტის თანახმად თავდაცვის სამინისტრომ 2026 წელს 20 000 მოხალისე უნდა მიიღოს, ხოლო თუ დადგენილი მაჩვენებლების მიღწევა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოხდება, მაშინ გერმანიის მთავრობამ შესაძლოა 2011 წელს გაუქმებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის საკითხიც განიხილოს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს