ზვიად ცეცხლაძე - აქციის მონაწილეები ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა და თურმე ისინი არიან „რადიკალები“ - არავინ სვამს კითხვას, რამ მიიყვანა საზოგადოება დაპირისპირებამდე

ჩემი ერთადერთი მოტივი არის, რომ ამ ქვეყანას რაიმე დადებითი შევძინო, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა. მისი განმარტებით, თავს უდანაშაულოდ ცნობს და მიაჩნია, რომ უნდა გამართლდეს.

როგორც ზვიად ცეცხლაძემ განაცხადა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ის მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს.

„ადამიანები გამოდიოდნენ და დღესაც გამოდიან, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეცვალონ. ცეკვა-თამაშით მართავდნენ პროტესტს, მაქსიმუმ „ჯეირანი“ გვეთამაშა, აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდები არიან თურმე „მოძალადეები“, სცოდნიათ ქვის სროლა და „რადიკალები“ ყოფილან. არავინ კითხვას არ სვამს, რატომ, რამ მიიყვანა საზოგადოება ამ დაპირისპირებამდე.

ჩვენ ალყაში მოვყევით და სასტიკად გვცემეს. როდესაც შეტაკებები იყო მომიტინგეებსა და „რობოკოპებს" შორის, საზოგადოების უმეტესობა იყო თავისი სიცოცხლის უფლების დაცვის რეჟიმში“, - განაცხადა ზვიად ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ