მიხეილ სარჯველაძე - სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ლევან ჩაკვეტაძე არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას - ეს არ შეესაბამება სიმართლეს

სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ლევან ჩაკვეტაძე არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რა პოზიცია ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ყოფილ დირექტორ ლევან ჩაკვეტაძეს ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროცესზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთად მუშაობდნენ აღნიშნული რეფორმის განხორციელებაზე.

„შეგიძლიათ მას პირადად ჰკითხოთ პოზიციის შესახებ. ვვარაუდობთ, რომ შეიძლება არ ეთანხმებოდა?! სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, თუ ეძებთ ინფორმაციას, რომ ის რაიმენაირად არ ეთანხმებოდა მიმდინარე რეფორმას. ეს არ შეესაბამება სიმართლეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად ვისხედით, ვგეგმავდით და ვასრულებდით ამ წარმატებულ რეფორმას“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ მინისტრს დაახლოებით 2 თვის წინ აცნობა, თუმცა მინისტრმა ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის რეფორმის გამო დარჩენა სთხოვა.

„სამწუხაროდ, მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა პირადად ჩემი თხოვნით, ის ამ პერიოდის განმავლობაში, ამ ეტაპის დასრულებამდე დარჩა ხელმძღვანელის პოზიციაზე. საბედნიეროდ, მან წარმატებით შეძლო ამ პროცესის გაძღოლა.

ლევანთან კომუნიკაცია სხვადასხვა ფორმით ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა. მისი გადაწყვეტილების თაობაზე თვე-ნახევრით ადრე მაცნობა, თუმცა იმის გათვალისწინებთ რომ მიმდინარე რეფორმა იყო დაგეგმილი, ჩემი თხოვნა იყო რეფორმის ამ ეტაპზე [დარჩენილიყო თანამდებობაზე].

ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა მივიღეთ ერთობლივად“,- აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ლევან ჩაკვეტაძე აღნიშნავს, თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში