ვასილ კაძელაშვილი - 36 კვადრატში რომ 6 კაცია და ჰაერი არ არის, ეს წამებაა - ეს ციხე არ არის

ეს ციხე არ არის, ეს არის წამება, - ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა, ვასილ კაძელაშვილმა დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.

მან ისაუბრა, თუ რა მძიმე პირობებია ციხეში და როგორ უჭირთ იქ ყოფნა.

„36 კვადრატში 6 კაცი რომ არის და იქ ჰაერი არ არის, ეს წამებაა“, - განაცხადა მან დასკვნითი სიტყვის დროს.

ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის საქმეზე განაჩენს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს, 12:00 საათზე გამოაცხადებს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს. ასევე, საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს თავად ბრალდებულებმა და განმარტეს, რომ თავს უდანაშაულოდ ცნობენ.

ცნობისთვის, დაკავებული 8 პირიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ