თამთა მიქელაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ორგანიზებულ და სისტემურ შეტევას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებაზე - უნდათ, რომ გავჩუმდეთ, მაგრამ რეჟიმი ვერ შეგვაჩერებს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამოქალაქო სექტორზე ორგანიზებულ და სისტემურ შეტევას ახორციელებს.

მისი თქმით, მიღებული „რუსული ტიპის“ კანონებით არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ფინანსურად და ინსტიტუციურად შეუძლებელი გახდა მუშაობა.

მიქელაძის თქმით, ხელისუფლებამ „ფარას“ მექანიზმების ამოქმედებით უკვე დაიწყო ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები, მათ აქტივებზე ყადაღა „იყო სრულიად მოულოდნელი და უკანონო“ გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ორგანიზებულ და სისტემურ შეტევას ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებაზე. მათ მიიღეს ავტორიტარული, რუსული ტიპის კანონები, რომლებმაც ფინანსურად, ინსტიტუციურად შეუძლებელი გახადა სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობა.

ბოლო პერიოდში მათ ორგანიზაციების ნაწილის წინააღმდეგ დაიწყეს „ფარას“ ამუშავება. ვვარაუდობდით, რომ ამ პროცედურების ფარგლებში „ქართული ოცნების“ მიერ გაგრძელდებოდა სამართლებრივი კონფლიქტი ჩვენთან. დღეს მოულოდნელად ვნახეთ, რომ ე.წ. საბოტაჟის ქვეშ მოხდა ჩვენთვის ყადაღის დადება. ეს იყო სრულად მოულოდნელი გადაწყვეტილება. აშკარაა, რომ ეს გადაწყვეტილება არის სრულად უკანონო. ჩვენ ვიცავდით ძალადობა გამოვლილ ადამიანების ინტერესებს. 60-მდე მეტი პირის საქმე მიგვაქვს სტრასბურგის სასამართლოში, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან სისტემური წამების, ძალადობის მოპყრობის მსხვერპლი გახდა. სტრასბურგში ვმუშაობდით გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დასაცავად, რომლებიც ევროპულ მომავალს იცავდნენ.

როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ ჩვენი მუშაობა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ არ მოსწონს. „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ მათი დანაშაულების, უსამართლობების და ძალადობის წინააღმდეგ ჩვენი სამუშოები გაჩერდეს და გავჩუმდეთ, მაგრამ ჩვენ ეს რეჟიმი ვერ შეგვაჩერებს. ყველა საშუალებით გავაგრძელებთ ადამიანის ღირსებისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლას. თუ რამე საბოტაჟზე შეგვიძლია ვისაუბროთ, აქ ისრები მხოლოდ „ქართული ოცნების“ მიმართ შეიძლება მივმართოთ“,- განაცხადა მიქელაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა