კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

კიევში რუსული ძალების დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის დედაქალაქის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, 10 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

„დარტყმების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება“, - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა