ემანუელ მაკრონი - 629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა, ტერორი და ბარბაროსობა! - საფრანგეთი რუსეთის გაუმართლებელ და სასტიკ თავდასხმებს უმკაცრესად გმობს

საფრანგეთი რუსეთის გაუმართლებელ და სასტიკ თავდასხმებს უმკაცრესად გმობს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებულ მასიურ იერიშს.

„629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ტერორი და ბარბაროსობა. დაღუპულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები დაზიანდა. ამ გაუმართლებელ და სასტიკ თავდასხმებს საფრანგეთი უმკაცრესად გმობს“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.

კიევზე რუსული ძალების თავდასხმას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც გამოეხმაურა.

„ჩემი ფიქრები კიევზე რუსეთის გაუმართლებელი დარტყმების შედეგად დაზარალებული ადამიანების გვერდით არის, რამაც ბრიტანეთის საბჭოს შენობა დააზიანა. პუტინი ბავშვებსა და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს და მშვიდობის მიღწევის იმედებს ანადგურებს. სისხლისღვრა უნდა დასრულდეს“, - აცხადებს კირ სტარმერი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე