აშშ-ის საელჩო ელჩის მოვალეობის შემსრულებელსა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ალან პერსელის მიერ საქართველოს ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკურ კავშირებს და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში არსებულ საინვესტიციო კლიმატს შეეხო.

„ოთხშაბათს, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა