სასამართლოში, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს - პროკურატურა დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დაკავებული 12 პირის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ.

სახელმწიფო ბრალდება მათ მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, ადვოკატები კი მათი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.

როგორც ჩინეთის ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. ის დღეს სასამართლოს მისი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართავს.

„საქმეში არავინაა დაკითხული, მხოლოდ ფარული მასალაა და ვინც თანამშრომლობს, ის პირია გამოკითხული... ისე დაემთხვა, რომ კონკრეტული პირი მასთან [ბრალდებულთან] იყო კომუნიკაციაში. ეს არ არის ფართის გადაცემა, ეს არის ამ საქმიანობის განხორციელება, რაც ადმინისტრაციული წესით დასჯადია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანმა ფართი გადასცა და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა“, - აცხადებს ველიჯანაშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, როგორც საქმის პროკურორი თეა გიორგაძე განმარტავს, საქმეში არსებობს როგორც ფარული ჩანაწერი, ასევე მოწმეთა ათეულობით ჩვენება და სხვა მტკიცებულებები, რაც მისივე თქმით, როგორც პროსტიტუციის ხელშეწყობას, ასევე ამ მიზნით ფართის გადაცემას ადასტურებს.

გიორგაძის განმარტებითვე, ერთ-ერთი დაკავებული წლების განმავლობაში ახორციელებდა პროსტიტუციის ხელშეწყობას, დანარჩენები კი ერთი წლის განმავლობაში.

ცნობისთვის, დაკავებულ 12 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარედგინა, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე