თბილისის მერია - ავჭალაში, ლიბანის ქუჩის I შესახვევში ასფალტის საფარი იგება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავჭალაში, ლიბანის ქუჩის I შესახვევში ასფალტის საფარი იგება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდე იხარჯება.

„გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ერთი ქუჩის რეაბილიტაციას ასრულებს.

ამჯერად, ლიბანის I შესახვევში, დაახლოებით, 5 500 კვ.მ ფართობზე საგზაო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

პროექტის თანახმად, მოეწყო ბორდიური, ფეხით სავალი ბილიკები და მიმდინარეობს ასფალტის მეორე ფენის დაგება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 000 ლარამდე იხარჯება.

გზის მოწესრიგების პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო”, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში