ანდრეი სიბიგა - უნგრეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს არამეგობრული ქმედებებისგან და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს

უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს.

„მას საპროტესტო ნოტა გადაეცა უნგრეთის მიერ უკრაინაში მცხოვრები უნგრული უმცირესობის, განსაკუთრებით კი უნგრული წარმოშობის ჩვენი დამცველის დისკრიმინაციის საპასუხოდ, რომელსაც წინაპრების ქვეყანაში შესვლა აეკრძალა“, - წერს სიბიგა.

მისი განცხადებით, უკრაინა უნგრეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს არამეგობრული ქმედებებისგან და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს.

„მოვუწოდებთ უნგრეთს, თავი შეიკავოს არამეგობრული ქმედებებისგან და ამის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს, რისთვისაც უკრაინა მზადაა“, - წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ეხმაურება.

„ნავთობსადენზე თავდასხმა, რომლის გარეშეც უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება შეუძლებელია კონსტრუქციული დიალოგის ნაწილია?“- წერს სიიარტო.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე