სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე, უფრო კონკრეტულად კი, 5 ადვოკატი წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას.

როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, ისინი საკუთარ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებენ მათ შორის იმ გარემოებაზე, რომ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და რომ ეს ვერცერთი მტკიცებულებით ვერ დასტურდება. ამასთან, ადვოკატები ისაუბრებენ იმასთან დაკავშირებითაც, რომ ბრალდებულებს ძალადობრივი ქმედებები არ ჩაუდენიათ.

სავარაუდოდ, დღესვე დაიწყებენ ბრალდებულები საბოლოო სიტყვის წარმოთქმასაც. აღნიშნული პროცესის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ როდის გამოაცხადებს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატ ელგუჯა ავსაჯანიშვილის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სხდომის დარბაზიდან გაძევებული რევაზ კიკნაძე დააბრუნა.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში