დიმიტრი პესკოვი რუსეთ-უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრაზე - ვინარჩუნებთ ინტერესს და მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკებებისთვის - კიევს ეცნობა კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია

კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია კიევს ეცნობა, დებულებები უკრაინულ მხარეს წერილობით გადაეცა, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„ვინარჩუნებთ ინტერესს და მზადყოფნას ასეთი მოლაპარაკებებისთვის, ჩვენი ყველა პოზიცია გადაეცათ, შესაბამისი პროექტები, ასე ვთქვათ, ძირითადი დებულებები უკრაინულ მხარეს წერილობით გადაეცა“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, როგორც რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შესაძლო შეხვედრაზე კომენტირებისას პესკოვმა განაცხადა, ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული.

„პუტინი მიიჩნევს, რომ უმაღლეს დონეზე ნებისმიერი შეხვედრა კარგად უნდა იყოს მომზადებული“, - განაცხადა პესკოვმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე