ლევან ხაბეიშვილი - რა დროს 9-იანი, 10-იანი და 18-იანია?! მავნებლები არიან, რომლებმაც დაირქვეს „ლიდერი“, „ოპოზიცია“ - არ მიაქციოთ ყურადღება ამ ხალხს!

არასერიოზული, მავნებელი ხალხია, რომლებმაც დაირქვეს „ლიდერი“, „ოპოზიცია“ და გუნგლაობენ ტალახში - როგორ უნდა დაიჯეროს ხალხმა თქვენი, როდესაც გაურკვეველ, არანორმალურ, არაჯანსაღ გონებაზე მყოფ არსებებს ეძლევა შესაძლებლობა, 2-3 დღე „წაიღოს“ და თავის მოზელილ ტალახში აგორაოს მის გარშემო ყველა. 13 სექტემბერს აქციაა და ამ აქციაზე აუცილებლად ვიქნები! 4 ოქტომბერს, ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის და რევოლუციური ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის და რა დროს 9-იანი, 10-იანი და 18-იანია?! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება „ფედერალისტების“ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ფეისბუქზე“დაწერილი კომენტარის გარშემო პოლიტიკოსების შეფასებებს. ხაბეიშვილი კოლეგებს ურჩევს, რომ „ამ სისულელეებს ხალხს ნუ აყურებინებენ და ენერგია ბიძინას რეჟიმის წინააღმდეგ მიმართონ“.

„ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს – 13 სექტემბერს ვიქნები აქციაზე, 4 ოქტომბერს ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის და გამარჯვებისთვის.

არასერიოზული, მავნებელი ხალხია, რომლებმაც დაირქვეს „ლიდერი“, „ოპოზიცია“ და გუნგლაობენ ტალახში. საეთერო დროს, ენერგიას, სოციალურ მედიას რაში ხარჯავენ და აცდენენ?! 50 დღე გავიდა და რიჟვაძის მკვლელობის საქმეზე არაფერი ვიცით! დილიდან კითხვებს ვსვამ, ივანიშვილს და მის დაჯგუფებას შევუტიოთ, თავი იმართლონ მეგობარს რომ კლავდნენ! - ამ დროს გამოიხედავ და საქმის გარდა ყველაფერ სიგიჟეს არჩევენ!

ეს ენერგია ბიძინას, რეჟიმის წინააღმდეგ მიმართეთ და ნუ აყურებინებთ საზოგადოებას ამ სისულელეებს. ამიტომ არის თქვენს გარშემო უიმედობა! ამიტომ არ გჯერათ თქვენც და შემდეგ, უკვე თქვენს გარშემო ოპოზიციურად განწყობილ ხალხს, რომ გამარჯვება შესაძლებელია!

ან როგორ უნდა დაიჯეროს ხალხმა თქვენი, როდესაც - გაურკვეველ, არანორმალურ, არაჯანსაღ გონებაზე მყოფ არსებებს ეძლევა შესაძლებლობა, 2-3 დღე „წაიღოს“ და თავის მოზელილ ტალახში აგორაოს მის გარშემო ყველა.

13 სექტემბერს აქციაა და ამ აქციაზე აუცილებლად ვიქნები!

4 ოქტომბერს, ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის და რევოლუციური ცვლილებებისთვის, გამარჯვებისთვის და რა დროს 9-იანი, 10-იანი და 18-იანია?!

ამიტომ დავწერე რამდენიმე დღის უკან, რომ არ მიაქციოთ ყურადღება იმ ხალხს თავად, რომ დაირქვეს პოლიტიკოსიც და ლიდერიც! რეალურად, ხომ ხედავთ, რომ ხალხი ერთიანია! ერთ აზრზე და პოზიციაზე! უბრალოდ, ამათ სატელევიზიო სივრცეში, სოციალურ მედიაში მეტი „ცნობადობა“ აქვთ და ამიტომ გვახვევენ თავს დაქსაქსულობას, უძლურებას. ხალხში არის აბსოლუტურად სხვა რეალობა! ქართველი ხალხი ერთიანია, როგორც არასდროს! ვინც მოგემსახურებათ გამოიყენეთ ის ხალხი და ვიაროთ წინ! გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა და უპირობოდ გავიმარჯვებთ!“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქზე“ კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე "ფეისბუქის" პროფილიდან აღებული ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა.

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა ბოდიში მოიხადა და „ფეისბუქზე“ დაწერა, „ასე აღარ მოვიქცევი - სხვანაირად ვიტყვი“.

აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გამოეხმაურა. თინა ბოკუჩავამ რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართა, პარტია „ფედერალისტების“ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე