ნორვეგიის საგარეო უწყება - 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება საქართველოში დემოკრატიის რღვევისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია

7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება დემოკრატიის რღვევისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია საქართველოში , - ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში ნორვეგიის საგარეო უწყება აღნიშნულ ნაბიჯს „სერიოზულ დარტყმას“ უწოდებს.

„7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება დემოკრატიის რღვევისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია საქართველოში და სერიოზული დარტყმაა ყველა იმ მოქალაქისთვის, ვინც სარგებლობს ამ ორგანიზაციების მიერ გაწეული მნიშვნელოვანი სერვისებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა