რეზო კიკნაძის ადვოკატი - გამომძიებელმა გვითხრა, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს არ ჰქონია ადგილი, მხოლოდ ეს პასუხიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი

გამომძიებელმა გვითხრა, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს არ ჰქონია ადგილი და მხოლოდ და მხოლოდ ეს პასუხიც კი საკმარისია იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის ადვოკატმა, ელგუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, თუ მოსამართლე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მაშინ მან უზენაესი სასამართლოს მთელ პრაქტიკას უნდა გადაუსვას ხაზი.

„მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ უზენაეს სასამართლოს 13 გადაწყვეტილება მოვიტანეთ დასკვნით სიტყვაში, რომელიც ზუსტად შეესაბამება ამ საქმეს. ზოგ ნაწილში კვალიფიკაცია სხვა მუხლით შეიცვალა, ზოგან სრულიად გამართლდა.

პროკურორს დავუსვით კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა ტიპის ჯგუფს აკვალიფიცირებდა, რადგან მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია და ბრალდების მხარე თავის რეპლიკაშიც კი გაექცა ამაზე საუბარს, მაგრამ გამომძიებელმა გვითხრა, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფს არ ჰქონია ადგილი და მხოლოდ და მხოლოდ ის პასუხიც კი, რაც არსენ ხუნაშვილმა გაგვცა, რომ ორგანიზებული ჯგუფი არ ყოფილა, საკმარისია იმისთვის, რომ დადგეს გამამართლებელი განაჩენი. გარდა ამისა მოვიყვანეთ სხვა მტკიცებულებებიც

უზენაესი სასამართლოს მთელ პრაქტიკას უნდა გადაუსვას ხაზი და თქვას, რომ უზენაესი სასამართლო, რომელიც პრაქტიკას ადგენს ჩვენი კანონმდებლობით, იყო მცდარი და თავად ამ პოზიციაში არის მართალი,რაც თვითონ სამართლის დოქტრინას ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის