ანდრეი ერმაკი სტივ უიტკოფს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აშშ-ში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს შეხვდა. ამის შესახებ ანდრეი ერმაკი X-ის პირად გვერდზე წერს.

“საკვანძო პრიორიტეტი რეალური დიპლომატიის წინ წაწევა და ვაშინგტონის სამიტზე მიღწეული ყველა შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფაა. ჩვენი ძალისხმევების კოორდინაციას ვახდენთ.

შეხვედრის დასაწყისში სტივ უიტკოფს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ ვაცნობე, რომლებსაც ის ყოველდღიურად სჩადის უკრაინაში ჩვენი ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ. კერძოდ, კიევზე რაკეტებითა და დრონებით მასიური თავდასხმის შესახებ ვისაუბრე, რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ოთხი ბავშვის.

სამწუხაროდ, რუსეთი საჭიროს არაფერს აკეთებს ომის დასასრულებლად და ნათლად აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. უკრაინა მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის, ისევე, როგორც ყველა პარტნიორის, მტკიცე გადაწყვეტილებას მიაღწიონ მყარ მშვიდობას რაც შეიძლება სწრაფად. უკრაინა მიესალმება შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილ ყველა სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთი ყოველ მათგანს აჭიანურებს.

ღია ვართ ლიდერების დონეზე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის და მზად ვართ საკითხების ყველაზე ფართო სპექტრი განვიხილოთ. გვჯერა, რომ გლობალური ზეწოლაა საჭირო, რათა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი გულწრფელად მზად იყოს მშვიდობისკენ სიარულისთვის და, კერძოდ, ამ მიზნისთვის ლიდერების კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩავატაროთ.

ბატონი უიტკოფი უახლოეს მომავალში უკრაინაში ვიზიტისთვის მოვიწვიე”, - წერს ერმაკი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე