ანდრეი ერმაკი - მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ უკრაინა ამ ომში არ მარცხდება და რუსეთი არ იმარჯვებს

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ უკრაინა ამ ომში არ მარცხდება და რუსეთი არ იმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მყარად ვდგავართ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლა მოახდინოთ, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს. თქვენ დაინახავთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთანაც გამარჯვებულები ჩვენ ვიქნებით, რადგან ძლიერები ვართ და დარწმუნებულები ვართ იმაში, რაც გვსურს. ჩვენ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა გვსურს“, - განაცხადა ანდრეი ერმაკმა.

ერმაკის თქმით, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან შეხვედრა „ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი“ იყო.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სტივ უიტკოფს გუშინ შეხვდა.

ერმაკის ცნობით, შეხვედრაზე უიტკოფს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ აცნობა და იგი უკრაინაში მიიწვია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე