ანდრეი სიბიგა - რუსეთი მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება

რუსეთი მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ კოპენჰაგენში შეკრებილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს კოპენჰაგენში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო.

„რუსეთთან და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული სტრატეგიები რეალისტური უნდა იყოს და არა მცდარ ვარაუდებზე დაფუძნებული. პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის როგორც მის რეჟიმს, ასევე პირადად მას. ის ან ახლა შეჩერდება, ან სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ეს არის ძალის მეშვეობით მშვიდობის სტრატეგია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანდრეი სიბიგამ საგარეო საქმეთა მინისტრებს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დარტყმების გაძლიერების შესახებ აცნობა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში