თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ავჭალა-ზაჰესის შემოვლითი გზის მიმდებარედ, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

„ხანძრის კერების უმრავლესობა გაჩენილი იყო სპეც-ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზე, სადაც მეხანძრე-მაშველებს უწევდათ რთულ რელიეფზე ქვეითად გადაადგილება და ქრობის სამუშაოების ინდივიდუალური საშუალებით ჩატარება.

ხანძრის ქრობის უწყვეტ პროცესში, ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის გარდა, ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. უსაფრთხოების მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები ტერიტორიას მონიტორინგს გაუწევენ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა