პიტერ სიიარტო - არ დავუშვებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებითი ნაწილის, კონკრეტული ეტაპების გახსნას

უნგრეთი არ დათანხმდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დაწყებას.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთის მთავრობა არ დაუშვებს უკრაინის ევროკავშირში შეყვანას, რადგან ეს გაანადგურებს უნგრელ ფერმერებს, უნგრეთის სურსათის უვნებლობას და „უკრაინულ მაფიას უნგრეთში შეღწევის საშუალებას მისცემს“.

„სწორედ ამიტომ არ დავუშვებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების არსებითი ნაწილის, ანუ მოლაპარაკებების კონკრეტული ეტაპების გახსნას“, - აღნიშნა სიიარტომ.

შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, ლიეტუვამ ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, მიიღონ გადამწყვეტი ზომები, რათა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა რეალური და შეუქცევადი გახდეს. ლიეტუვის წინადადება ითვალისწინებს უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ტექნიკურ დონეზე დაწყებას უნგრეთის გარეშე, თუ ამას ბლოკის 26 წევრი სახელმწიფო დასთანხმდება.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ