დონალდ ტუსკი - პუტინთან და აგრესიულ რუსეთთან არანაირი დათმობები და ფაქიზი თამაში წარმატებამდე არ მიგვიყვანს, არ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას - საკმარისია, უნდა ვიყოთ მკაცრები და კარგად მომზადებულები

უკრაინაში მიმდინარე ომის ბოლო დღეები და კვირები ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან და აგრესიულ რუსეთთან არანაირი დათმობები და არანაირი ფაქიზი თამაში წარმატებამდე არ მიგვიყვანს, არ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საკმარისია დათმობები, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები და კარგად მომზადებულები. პოლონეთი კარგად ემზადება და ევროკავშირი და თქვენ პირადად, ქალბატონო პრეზიდენტო, ასევე აქ ხართ, რათა ევროპაში ყველა დაარწმუნოთ, რომ ეს საზღვარი არის საზღვარი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ და რომელშიც ასევე უნდა ჩავდოთ ევროპული ფული“, - განაცხადა ტუსკმა.

მისი თქმით, პოლონეთი მომავალ წელს 200 მილიარდი ზლოტის ინვესტირებას გეგმავს თავდაცვაში, თავდაცვის ინდუსტრიასა და პოლონეთის არმიაში.

„მომავალ წელს პოლონეთი 200 მილიარდი ზლოტის ინვესტირებას აპირებს თავდაცვაში, თავდაცვის ინდუსტრიასა და პოლონეთის არმიაში. ამიტომ, ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს პასუხისმგებლობას და ველით, რომ ევროპის ყველა ინსტიტუტი და ქვეყანა აღმოსავლეთ საზღვრის უსაფრთხოების საკითხს ისეთივე სერიოზულობით მოეკიდება და მკაცრ პოზიციას დაიკავებს აგრესორისა და რუსეთის მიმართ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში