ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

აღმოსავლეთ ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ათობით სახლი ნანგრევებად იქცა და არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.

თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, შორეულ მთიან რაიონებში სამაშველო სამუშაოებში დახმარება გაუწიონ, რადგან ზოგიერთ მათგანში წვდომა, მეწყერისა და წყალდიდობის გამო, მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა