ალეკო ელისაშვილი - კაცი, რომელიც 8 წელია თბილისის მერია, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების გასაკეთებლადო - აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა?

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თბილისის მერს კახა კალაძეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაახსენდა, რომ „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის“ მეტროსადგურების ამოსასვლელები უნდა გახსნას. როგორც ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის მერი კორუფციაშია ჩაფლული და ხალხის ფულს იპარავს.

„ძალიან კარგად იცოდა კალაძემ, რომ არსებობს „ახმეტელის მეტროს“ მეორე ამოსასვლელი, რამდენიმე დღის წინ ვაჩვენეთ კიდეც და რომ ვაჩვენეთ მეორე ჩასასვლელი, რომ დაუმთავრებელია, ლპება, უზარმაზარი ფული იხარჯება იქიდან წყლის ამოღებაში, შემდეგ გაიღვიძა მექრთამე კალაძემ და რამდენიმე დღის წინ ქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოვიდა და თქვა, რომ ტენდერს აცხადებს. კაცი, რომელიც 8 წელია არის თბილისის მერი და არჩევნებამდე დარჩენილია თვეზე ოდნავ მეტი, ახლა ამბობს, ტენდერს ვაცხადებ მარჯანიშვილის და ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელის გასაკეთებლადო. აქამდე სად იყო? არ იცოდა? თვლემდა? ეძინა? გასაგებია, რითაც იყო დაკავებული - დიდი ნიჩაბი ეკავა და იპარავდა ფულს. მარჯანიშვილის ამოსასვლელს აუცილებლად გავაკეთებთ. ამ ამოსასვლელის ამოქმედების შემდეგ, მოსახლეობას შვება ექნება. ახმეტელის მეტროს ამოსასვლელსაც გავაკებთ და ყველაფერს 4 ოქტომბრის შემდეგ მას მერე, რაც გავყრით ამ მექრთამეებს, ამ ქალაქსაც მივხედავთ და მოსახლეობაზეც ვიზრუნებთ“,-განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, კახა კალაძეს „ხალხის ინტერესი არ ადარდებს და წინასაარჩევნოდ თბილისის მოსახლეობას დასცინის“.

„ქალაქის მერი არის თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე და არაფრის მაქნისი“,- განაცხადა ელისაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს