კახა კალაძე - ის მოთხოვნები, რასაც ვისმენთ, აბსოლუტურად შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებების ვალდებულებებთან, რასაც ქართული სახელმწიფო ზედმიწევნით ასრულებს - ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ რაიმე შეუსრულებელია

ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვისმენთ, აბსოლუტურად შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებების ვალდებულებებთან, ­რასაც ქართული სახელმწიფო ზედმიწევნით ასრულებს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროკომისიის მიერ „ქართული ოცნების“ მიმართ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას შეეხებოდა.

როგორც კალაძემ განაცხადა, რაზეც ისინი აპელირებენ, „ეს არის ორმაგი სტანდარტი“.

„ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ის მოთხოვნები, რასაც ჩვენ ვისმენთ, აბსოლუტურად შეუთავსებელია ასოცირების ხელშეკრულებების ვალდებულებებთან, რასაც ქართული სახელმწიფო ზედმიწევნით ასრულებს. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ რაიმე შეუსრულებელია. ადამიანის უფლებები ქვეყანაში დაცულია ისე, როგორც არასდროს. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაზეც ისინი აპელირებენ. ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში, მართლა თუ ადამიანის უფლებები ილახებოდა, ეს 2012 წლამდე პერიოდი იყო. განსხვავებულ მოსაზრებას ვერ გამოხატავდი, მაშინვე დაგიჭერდნენ, ან შენი ოჯახის წევრებს გააუბედურებდნენ.

რაც ხდებოდა 2012 წლამდე თურმე „დემოკრატიის შუქურა“ ყოფილა და დღევანდელი ვითარება თურმე პრობლემური. ამას ხალხი ხომ ხედავს? თქვენ რა გგონიათ, ხალხს თვალები აქვს ახვეული და ვერ ხედავს იმ რეალურ სიტუაციას, რა იყო და დღეს რა მდგომარეობაა? შესაბამისად, ხალხს აქვს იმის საშუალება გააკეთოს სწორი ანალიზი და იმიტომ იღებს ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას, როგორც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო“, - განახადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოისმინა ვერც პასუხი და ვერც არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობა მათთვის ცუდი.

„პოლიტიკური მოტივებით არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გამჭვირვალობა ცუდი ყოფილა. ამდენი ხანია მოვდივართ, ერთი პასუხი ვინმემ გვითხრას, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი. შეგიძლიათ თქვენ მაინც რომ გვითხრათ? როგორ შეიძლება გამჭვირვალობა ცუდი იყოს. ერთადერთ პასუხს ვიღებთ-იმიტომ. რატომ? იმიტომ. არ არის ეს სერიოზული. პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, მზად ვართ, დაგიჯდეთ ყველა დიპლომატიურ კორპუსს და მომიყვანეთ არგუმენტები, მაგალითები, რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონმდებლობა ევროპულ მომავალს. არანაირი პასუხი არ არის იმიტომ, რომ ხომ ვიცით რეალურად რაც ხდება. ეს არის დღევანდელი მოცემულობა“,-განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები