კახა კალაძე ოპოზიციის დაპირისპირებაზე - დედაქალაქში იმდენი საქმე გვაქვს, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება, თუ პირიქით

„თავად გაერკვნენ, ვინ, სად და როგორ იქნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „ნაციონალურ მოძრაობასა“ და თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებას.

„ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არ მაინტერესებს. იმდენი საქმე გვაქვს, იმდენი გამოწვევებია დედაქალაქში, არ მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩერგოლეიშვილს დაუპირისპირდება თუ პირიქით. ვინ, სად იქნება და როგორ, ეს მათი გადასაწყვეტია, თვითონ გაერკვნენ ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ხშირად საუბრობს სახელმწიფოს გადატრიალებაზე, რაც არსებული ხელისუფლების პირობებში გამორიცხულია.

„ამ ტიპის განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან ბევრჯერ ვისმენთ. ქვეყანაში არც რევოლუცია იქნება, არც სახელმწიფო გადატრიალება. ფრთხილად იყვნენ, ვინც რამეს გაბედავს, კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა