ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამედიცინო დაწესებულებას ირაკლი დავითაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

„მიხეილ სარჯველაძემ ახალ ხელმძღვანელს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება.

ირაკლი დავითაშვილს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ მნიშვნელოვან პოზიციაზე აქვს ნამუშევარი.

მინისტრმა, გაწეული მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და პროდუქტიული მუშაობისთვის, მადლობა ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელ ლევან ჩაკვეტაძესაც გადაუხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე