ნიკოლას მადურო - ვენესუელა ბოლო 100 წლის განმავლობაში კონტინენტზე არსებული ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას - მუქარის წინაშე უკან არ დავიხევთ

ვენესუელა ბოლო საუკუნის განმავლობაში სამხრეთ ამერიკაში არსებული ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.

ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს განცხადებით, მისი ქვეყანა „მშვიდობიანია, თუმცა მუქარის წინაშე უკან არ დაიხევს“.

„ვენესუელა ბოლო 100 წლის განმავლობაში ჩვენს კონტინენტზე არსებული ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დგას. მსგავსი სიტუაცია არასდროს ყოფილა“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ცნობისთვის, აშშ-სა და ვენესუელას შორის დაძაბულობა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა კარიბის ზღვის სამხრეთში შვიდი სამხედრო ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი გაგზავნა. თეთრი სახლის განცხადებით, აღნიშნული ნაბიჯის მიზანს ნარკოკარტელების განეიტრალება წარმოადგენს.

ამასთან, გასულ თვეში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაპატიმრებისთვის დაწესებული ჯილდო 50 მილიონ დოლარამდე გაზარდა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ბრალს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კარტელებთან კავშირში სდებს.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ