ხატია დეკანოიძე - ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ მოხდება, მაშინაც, თუ გახარიას პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი დაემატება - თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, იქნება ძალიან ცუდი და დასტური, რომ „ოცნებასთან“ თანამშრომლობა კვლავ არის მამოძრავებელი ძალა

არ ვიცი, რა მოხდება 4 ოქტომბერს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ თავგანწირვით ბრძოლის ნებისმიერ ეტაპზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა, სადაც გახარიამ აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს მისი გუნდის 12-მა წევრმა საქართველოს პარლამენტში მანდატებით ისარგებლოს.

დეკანოიძის თქმით, გახარიას გადაწყვეტილება ვერ განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს.

“არ ვიცი, რას იზამს გახარია. შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს ვერ გადაწყვეტს ქართველი ხალხის ბედს. მომავალს განაპირობებს ის, თუ როგორ ვიქნებით მობილიზებულები. დიდი მნიშვნელობა აქვს აქციებს. იცით 13 სექტემბერი, ასევე, მოდის 4 ოქტომბერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღები, ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება.

არ ვიცი, რა მოხდება 4 ოქტომბერს, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყველანი ვიყოთ თავგანწირვით ბრძოლის ნებისმიერ ეტაპზე. აუცილებელია ყველა დღე, ყველა დღეს გამოსვლა. ჩვენ შეგვიძლია და მართლაც აუცილებელია თავგანწირვა. ვერავინ ვერაფერს იზამს, თუ ხალხი არ იქნება საკმარისად ინსპირირებული და მოტივირებული”, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძე, მიიჩნევს, რომ მოქმედ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს და ეს მდგომარეობა არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ მას გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები შეუერთდებიან.

მისივე თქმით, გახარიას გუნდის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა ძალიან ცუდი სიგნალი იქნება და დაემატება „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლო თანამშრომლობისა და მმართველი ძალის ლეგიტიმაციის სურვილს.

“ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია არ მოხდება. მათ შორის არ მოხდება იმ შემთხვევაშიც თუ კი მას დაემატება გიორგი გახარიას პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. მთელ მსოფლიოში საერთაშორისო წარმომადგენლობა შეთანხმებულია, იმაზე რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ხეიბარი. ვერ ვხედავ ლეგიტიმაციის ვერც ერთ ნიშანს, თუნდაც რამდენიმე ადამიანი დაემატოს. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს იქნება ძალიან ცუდი. ეს იქნება იმის დასტური, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა და ლეგიტიმაციის მიცემის სურვილი კვლავ არის მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ძალიან დიდ შეცდომად მივიჩნევ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ოპოზიციის ფრაგმენტაციას სწორედ ამანაც გამოიწვია, რადგან სხვადასხვა მოსაზრებები იყო“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა