კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატებისთვის არ არის მისაღები, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და „არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ“

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს ევროპელი ბიუროკრატებისთვის არ არის მისაღები, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნებაა“, რომელიც არის პატრიოტი ხელისუფლება და „არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ“.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ჩვენ არავის ვლანძღავთ, არავის ვესხმით თავს, ჩვენ ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, ქვეყნის ინტერესებს. ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა მიიღო კანონი, რისი სრული უფლებაც აქვს. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს არის არაევროპული კანონი. მარტივ კითხვას ვსვამთ, რატომ არის არაევროპული? გვაჩვენეთ არგუმენტები, შეიძლება ჩვენ ვცდებით. თუ იმაში დაგვარწმუნებთ, რომ ეს არის ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული, კი ბატონო, მაგრამ გამჭვირვალობა როგორ შეიძლება იყოს ანტიევროპული ან ანტიდემოკრატიული? დღემდე ვერაფერი წარმოადგინეს. ერთადერთი პასუხი იყო „იმიტომ“ და ამ პასუხზე დაყრდნობით ხომ არ შეიძლება რაიმე გადაწყვეტილების მიღება. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააკეთა განცხადება - დაგველაპარაკეთ, გვითხარით, აგვიხსენით, დაგვიდეთ არგუმენტები, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ არ არსებობს არანაირი არგუმენტაცია. თუ გადახედავთ, რა ნაბიჯებიც არის მოცემული ქვეყნისთვის „ასოცირების ხელშეკრულებით“, ყველაფერი ზედმიწევნით სრულდება, მაგრამ როდესაც პოლიტიკური კომპონენტი შემოდის, მაშინვე იწყება სპეკულაციები, მაშინვე კეთდება განცხადებები, რომელიც სიცრუით არის გაჯერებული და არანაირი არგუმენტაცია. ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ხალხის უმრავლესობა ამ ყველაფერს ხედავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობასა და სუვერენულობაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

„ჩვენ რატომ გამოვედით საბჭოთა კავშირიდან? იმიტომ, რომ გვინდოდა დამოუკიდებლები, თავისუფლები ვყოფილიყავით. ამისთვის ხომ იბრძოლეს ჩვენმა წინა თაობებმა, სისხლი დაიღვარა. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, რომ შენ ხარ დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი. როდესაც ევროპული გაერთიანება შეიქმნა, ეს იყო საინტერესო, ამაზე უკეთესი არაფერი შექმნილა, თავისი მსოფლმხედველობით, შინაარსით, რა ღირებულებებზეც იყო დაფუძნებული. საინტერესო იყო იმით, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც მასში იყო გაერთიანებული, ჰქონდა თავისი კულტურა, ტრადიციები, ხედვა, მრავალფეროვნება იყო. დღეს გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ჩემთვის რაც შეიძლება, შენთვის არ შეიძლება. არ არის სწორი ეს ორმაგი სტანდარტი და დამოკიდებულება. შემოდის პოლიტიკური ნარატივი, მათთვის არ არის მისაღები ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, იმიტომ, რომ ის არის პატრიოტი ხელისუფლება და არ ითვალისწინებს იმ სისულელეებს, რასაც უბრძანებენ - მეორე ფრონტი, რეზოლუციაში რაც ჩაიწერა, სანქციებზე მიერთება. ეს არის პრობლემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღევანდელი ევროპული ბიუროკრატია მთლიანად დაცლილია იმ ღირებულებებისგან, რომელზეც ევროპა დგას და რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე