აქციაზე დაკავებული 8 პირის საქმის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი - სასამართლო შემაჯამებელ განაჩენში იმსჯელებს მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები არის თუ არა საკმარისი და ქმედება, არის თუ არა იმ კვალიფიკაციით, რასაც ბრალდების მხარე ედავება

სასამართლო შემაჯამებელ განაჩენში იმსჯელებს მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები, არის თუ არა საკმარისი და ქმედება, არის თუ არა იმ კვალიფიკაციით, რასაც ბრალდების მხარე ედავება. ბევრი კომპონენტი სჭირდება იმას, რომ აღნიშნული მუხლებით გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდეს,- ამის შესახებ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განაცხადა.

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დეტალურად იმსჯელებს, მტკიცებულებებზე. ძალიან მოკლედ მინდა შევეხო იმ მტკიცებულებებს, რაც მიმაჩნია რომ მნიშვნელოვანია, სასამართლო მხოლოდ იმ მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომელიც სასამართლოში იქნა გამოკვლეული.

სასამართლო იმსჯელებს დაზარალებული პირების ჩვენებებზე.

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეების მხრიდან დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების კუთვნილი ქონება, ურნები, სკამები, მოაჯირები.

სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დათვალიერების ოქმებს და მათი ჩამტარებელი გამომძიებლების ჩვენებებს, ზვიად ცეცხლაძის დათვალიერების ოქმი ჩატარებული იქნა არსენ ხუნაშვილის მიერ, ასევე მის მიერ იქნა ნანახი სოციალური ქსელები - „ტიკტოკი" და "ფეისბუქი“. აღნიშნული უნდა შეაფასოს სასამართლომ, რამდენად იყო ის სანდო, ასევე, წარმოდგენილი ვიდეო იყო უხმო. სასამართლო წარმოდგენილ მტკიცებულებებს შეაფასებს.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებდნენ, რომ ზვიად ცეცხლაძე თბილისში 29 ნოემბერს დაბრუნდა, ასევე სასამართლო შეაფასებს არსენ ხუნაშვილის ჩვენებას.

სასამართლო შეაფასებს, ბრალდებულების დათვალიერების ოქმებთან დაკავშირებით ჩვენებებს.

ყველა მტკიცებულება, ოქმები, ვიდეომასალა, გამოკითხული მოწმეთა ჩვენებები, გამომძიებლები, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს- სასამართლო შეაფასებს ყველა მტკიცებულებას.

ასევე მნიშვნელოვანია ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ექსპერტიზებს, რომლითაც ვიდეოჩანაწერებზე წყვეტა ფიქსირდება, თუმცა, ცალკეულ სიუჟეტებზე არ ფიქსირდება წყვეტა.

სასამართლო იმსჯელებს ზვიად ცეცხლაძის ბინის ჩხრეკის კანონიერებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ბინის ჩხრეკა ჩატარდა, მისი დაკავება მოხდა, დაკავებას ესწრებოდა მისი ადვოკატი, მას რაიმე სახის შენიშვნა არ დაუფიქსირებია.

სასამართლო შემაჯამებელ განაჩენში იმსჯელებს მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოჩანაწერები, არის თუ არა საკმარისი და ქმედება, არის თუ არა იმ კვალიფიკაციით, რასაც ბრალდების მხარე ედავება. ბევრი კომპონენტი სჭირდება იმას, რომ აღნიშნული მუხლებით გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდეს",- განაცხადა მჭედლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა