ირაკლი მიმინოშვილის დედა - ბრძოლა იწყება ახლა! ეს განაჩენი არც ერთს არ შეგრჩებათ!

ბრძოლა იწყება ახლა, - ამის შესახებ მსჯავრდებულ ირაკლი მიმინოშვილის დედამ, ელენე ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ყველა მათგანი, როგორც მსჯავრდებულები, ასევე მათი მშობლები, ბრძოლისთვის მზად არიან.

„ჩვენც და ბიჭებიც ყველაფრისთვის მზად ვიყავით. ბედნიერი ვარ, რომ ამ შენობაში სიარული და ტანჯვა დასრულდა. მთავარია, რომ თვითონ არიან მხნედ. ესენი არიან პრევენციულად დაკავებული პირები, ეს კობახიძის პირით თქვეს. ისინი მაინც დატოვეს ციხეში, ეს არ შეგრჩებათ არც ერთს! სიმართლე რომ გითხრათ, ადამიანურად მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის იმედი მქონდა 10% მაინც, რადგან ეს თვეები ისე იქცეოდა... დარბაზში ჩამოსვლა დააგვიანა, ისეთი სახით შემოვიდა... ვიცი, რომ ნამდვილად უჭირს, ჩვენზე უარესად არიან ისინი. ბრძოლა იწყება ახლა!“ - განაცხადა ელენე ხუნდაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი