რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არის პარტია „ახლების“ წარმომადგენელი, შუშანა მაცაბერიძე.

აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სურდათ, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. სწორედ ამ დროს დააკავეს სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები.

აღსანიშნავია, რომ ისინი აქციას თავდაპირველად პარლამენტთან მართავდნენ, რის შემდეგადაც რუსთაველის თეატრისკენ გადმოინაცვლეს.

აქცია რუსთაველის თეატრთან ამ წუთებშიც გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა