ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდება, 4 სექტემბერს კი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ხვალ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ელისეის სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ჩავა.

ასევე, მისი თქმით, 4 სექტემბერს დაგეგმილი „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა უკრაინის ინიციატივით იმართება.

„შეხვედრის მიზანია იმ სიგნალის გაგზავნა, რომ სახელმწიფოებმა, რომლებიც მზად არიან და შეუძლიათ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, გენშტაბების უფროსებისა და თავდაცვის მინისტრების მიერ გატარებული ტექნიკური სამუშაოები დაასრულეს. დღეს ამ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის მზად ვართ“, - განაცხადა ელისეის სასახლის წარმომადგენელმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში